სამეჯლისო დარბაზი

ულამაზესი დარბაზის მოცულობა 450 კვადრატული მეტრია, აქვს ხედი ზღვაზე და მოიცავს ზამთრის ბაღს. დიდი დარბაზის ერთ-ერთი კედელი აკვარიუმია, ეს კი აქ მოწყობილ ნებისმიერ წვეულებას დაუვიწყარს გახდის.

უნიკალური მდებარეობის, სივრცის და უმაღლესი ხარისხის მომსახურეობის მქონე და ასევე უახლესი საგამოფენო ტექნოლოგიებით აღჭურვილი დიდი დარბაზი იდეალურია ნებისმიერი ღონისძიებისთვისა თუ წვეულებისთვის.

  • ქორწილებისთვის
  • გამოფენებისთვის
  • კონფერენციებისთვის
  • ღონისძიებებისთვის 500 დამსწრემდე

5 შეხვედრების ოთახი

სასტუმრო პარაგრაფი სწორედ ის ადგილია, სადაც დასვენება და საქმიანობა ერთმანეთს ერწყმის. ჩვენ გთავაზობთ საკონფერენციო ცენტრს, რომლის მოცულობა 800 კვადრატული მეტრია. სივრცე მოიცავს დიდ დარბაზს, რამოდენიმე შეხვედრის ოთახს, ოთხ საორგანიზაციო ოთახს და ბიზნეს ცენტრს. ჩვენი სტუმრების მაქსიმალური კომფორტისთვის თითოეული ოთახი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით.

  • ქორწილებისთვის
  • გამოფენებისთვის
  • კონფერენციებისთვის
  • ღონისძიებებისთვის 15-60 დამსწრემდე