გალერეა
გარე აუზი
სიამოვნებისა და მხიარულების კუნძული, ჩვენი შიდა აკვა პარკი ხალისისა და გართობის ადგილია ყველა თაობის წარმომადგენელთათვის. გადაეშვით გაფილტრულ ზღვის წყალში სუნთქვის შემკვრელი ჩქაროსნული სასრიალოებით, რომელიც აგიმაღლებთ ადრენალინს და აგავსებთ ენდორფინებით. გამოსცადეთ სასტუმრო პარაგრაფის განუმეორებელი, უნიკალური საცურაო აუზი და დატკბით შავი ზღვის უსასრულო სივრცის პანორამული ხედებით. აუზის ნაწილი მდებარეობს სასტუმროს გარეთ და შავ ზღვაშია შეჭრილი, ასევე აუზი აღჭურვილია გათბობით და გამოდგება წლის ყველა სეზონისთვის. აქვე მდებარეობს აუზის შიდა ბარი და უშუალოდ ზღვის თავზე განლაგებული ტერასა, რომელიც შესანიშნავი ადგილია ნებისმიერი წვეულებისთვის.
ზამთრის ბაღი
ულამაზესი ეგზოტიკური ყვავილებით, ტროპიული მცენარეებითა და მსოფლიოს ულამაზესი კულტურებით სავსე ჩვენი წარმტაცი ზამთრის ბაღი მოიცავს უზარმაზარ ფართობს, რომელშიც ასევე შედის ტერასა და სასადილო სივრცე. საოცარი კასკადური შადრევანი და მისი წყნარი, დამამშვიდებელი რაკრაკი კიდევ ერთხელ განგაწყობთ განტვირთვისთვის. ამ მშვენიერ ტროპიკულ გარემოში თქვენ ასევე შეგიძლიათ დააგემოვნოთ გამაგრილებელი სასმელები ან დატკბეთ უგემრიელესი ნაყინით ჩვენი სნეკ-ბარიდან.
აკვარიუმი
აღმოაჩინეთ ზღვის ფსკერის საოცრებები პარაგრაფ რეზორტი და სპა შეკვეთილის გრანდიოზულ აკვარიუმში. ზღვის ცხოველებისა და თევზების ყველაზე მრავალფეროვანი კოლექციისთვის შექმნილი ეს უნიკალური წყალქვეშა გარემო აღჭურვილია მინის გვირაბით, რაც შესაძლებლობას მოგცემთ შეიძინოთ უპირობოდ შეუდარებელი გამოცდილება და უშუალო სიახლოვეში დაათვალიეროთ წყალქვეშა ცხოვრების წარმომადგენლები.