პარაგრაფ რეზორტი და სპა შეკვეთილში გთავაზობთ 220 ნომერს კერძო აივნებითა ზღვის ულამაზესი ხედებით. ოთახების მოცულობა 170 კვადრატულ მეტრამდე ადის. ნაზი ფერებისა და ზღვით შთაგონებული ხასხასა დეტალების დახვეწილი დიზაინი განტვირთვისა და კომფორტის მშვიდ ატმოსფეროს ქმნის. თითოეული ოთახი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ყველა საჭრო ელემენტით. დაისვენეთ ღრუბელივით დიდ და რბილ ლოგინზე, გამოსცადეთ კომფორტული და დახვეწილი მისაღებები, დიდებული აბაზანები და ტროპიკული შხაპები.

 ასევე სასტუმრო გთავაზობთ ორ საპრეზიდენტო ოთახს, რომელთა ინტერიერს ულამაზესი თეთრი როიალი ამშვენებს, აქვს კერძო სპორტული დარბაზები და ჯაკუზი.

 

Standard King Room

ჩვენს სტანდარტულ ქინგ ოთახებში თანამედროვე დიზაინს აბსოლუტური კომფორტი ერწყმის. თითოეული ოთახი აღჭურვილია  King ზომის ლოგინით, აქვს ფართო საცხოვრებელი სივრცე, პანორამული ფანჯრები ხედებით შავ ზღვასა და ფიჭვნარზე და დიდებული აბაზანები და აქსესუარები.

სრულად მოწყობილი კერძო აივანი გთავაზობთ დამატებით სივრცეს განტვირთვისთვის.

Standard Double/Double Room

აირჩიეთ ჩვენი ელეგანტური სტანდარტული  ნომერი და ისიამოვნეთ  სივრცით, ორი ღრუბელივით რბილი queen- ზომის ლოგინით. პანორამული ფანჯრები შავი ზღვისა და ფიჭვნარის ულამაზესი ხედებით დაგატკბობთ, ხოლო სრულად მოწყობილი კერძო აივანი აბსოლუტურ კომფორტს მოგანიჭებთ. დიდი აბაზანები, ტროპიკული შხაპები და დახვეწილი აქსესუარები თქვენს დასვენებას უფრო სასიამოვნოს გახდის.

Deluxe King Room

დელუქს ქინგ ოთახები აღჭურვილია King ზომის ლოგინით და აქვს დიდი მისაღები, პანორამული ფანჯრები ზღვისა და ფიჭვნარის ხედებს გთავაზობთ, კომფორტულად მოწყობილი აივნები, დიდი ზომის აბაზანები, ტროპიკული შხაპი და დახვეწილი აქსესუარები თქვენს დასვენებას უფრო სასიამოვნოს გახდის.

 

Deluxe Double/Double Room

ჩვენი დელუქს ოთახები გთავაზობთ  queen- ზომის ლოგინს, მყუდრო მისაღებს, ასევე დასასვენებელ, სამუშაო ან სასადილო სივრცეს, პანორამულ ხედებს შავ ზღვასა და ფიჭვნარზე, სრულად მოწყობილ კერძო აივნებს დამატებითი განტვირთვისთვის და დიდი ზომის აბაზანებს ტროპიკული შხაპებითა და ექსკლუზიური აქსესუარებით

 

Sunset Room

მაღალი კატეგორიის ფართო ოთახი King ზომის ლოგინითა და ელეგანტური მოსასვენებელი სივრცით, მოწყობილია კომფორტული ავეჯით და თანამედროვე განათებებით. ხედები ზღვასა და ფიჭვნარზე,  მოსარკული საგარდერობე ოთახები, დიდებული აბაზანები, ტროპიკული შხაპითა და ექსკლუზიური აქსესუარებით, ასევე სრულად მოწყობილი კომფორტული აივნები ამ ოთახებს კიდევ უფრო მიმზიველს ხდის.

 

Junior Suite

ჯუნიორ სუიტი სრულ კომფორტსა და განტვირთვას გთავაზობთ . ოთახი კეთილმოწყობილია King ზომის  ლოგინით, აქვს ფართე მისაღები ოთახი, მოწყობილი თანამედროვე ავეჯითა და განათებით, უნივერსალურური გასაშლელი დივანით, რომელიც საჭიროების შემთხვევაში გამოყენება დამატებით დასაძინებელ ადგილად. დიდი პანორამული ფანჯრები და მყუდროდ მოწყობილი აივნები ზღვისა და ტყის ხედებს გთავაზობთ, ამ ყველაფერს ასრულებს დიდი აბაზანები, ტროპიკული შხაპით და დახვეწილი აქსესუაებით.

Family Suite

კიდევ ერთი არჩევანი თქვენი ექსკლუზიური დასვენებისთვის  - საოჯახო სუითი, ჰაეროვანი დიზაინით, მსუბუქი, ნაზი ფერებითა და ხასხასა აქცენტებით. აღჭურვილია King ზომის  ლოგინით, განცალკევებული საძინებლით და მისაღები ოთახით, მისი პანორამული ფანჯრები განუმეორებელ ხედებს გთავაზობთ ზღვასა და ფიჭვნარზე.   

Piano Suite

საპრეზიდენტო აპარტამენტები უნიკალური ხელოვნების ნიმუშია, გამოირჩევა განსაკუთრებული კომფორტითა და მაღალი კლასის დიზაინით. მსუბუქი ფერებითა და ზღვით შთაგონებული დეტალებით დეკორირებული ეს 170 კვადრატული მეტრის სივრცე გთავაზობთ საძინებელს, მისაღებ ოთახს და კერძო სპორტულ დარბაზს.

მისაღები ოთახის მთავარ მშვენებას წარმოადგენს თეთრი როიალი, ასევე პანორამული ფანჯრები წარმტაცი ხედებით.  

აპარტამენტებს აქვს დიდი სააბაზანო ჯაკუზით, ტროპიკული შხაპით და ექსკლუზიური აქსესუარებით.

Panorama Suite