„პარაგრაფი რეზორტი და სპა შეკვეთილი“ საერთაშორისო  ბრენდის Autograph  Collections-ის  პირველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა საქართველოში.

 პარაგრაფი შავი ზღვის მაგნიტური სამკურნალო ქვიშის  სანაპიროსა და მრავალწლიან ფიჭვნარს შორის მდებარეობს.  კურორტი შეკვეთილი ცნობილია მისი  განსაკუთრებული სამკურნალო თვისებებით და მიკროკლიმატით.   

„პარაგრაფი რეზორტი და  სპა შეკვეთილი“ ქართული სტუმართმოყვარეობის ტრადიციებს, უმაღლესი სტანდარტების შესაბამის მომსახურებას, კომფორტსა და საინტერესო თანამედროვე დიზაინს აერთიანებს.

 „პარაგრაფი რეზორტი და სპა შეკვეთილი“ ყველა ტიპის დამსვენებელზეა ორიენტირებული და გთავაზობთ როგორც  მშვიდ, საოჯახო ტიპის დასვენებას, ასევე შესაბამის სივრცეებს საქმიანი თუ გასართობი შეხვედრებისა და  ღონისძიებებისთვის.

უნიკალური და რეგიონში ყველაზე დიდი  აკვარიუმი ზღვის იშვიათი ბინადრებით,  ზამთრის დახურული ბაღი ეგზოტიკური მცენარეებითა და ზღვაში შეჭრილი, 115 მ. სიგრძის აუზი ყველა  დამსვენებელზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს, ბავშვების საყვარელი გასართობი ადგილი კი დახურული აკვაპარკია.