„სათლენერჯისი“ კანისა და თმის სიჯანსაღეზე ორიენტირებული, აიურვედასა და არომათერაპიების პრინციპებზე დაფუძნებული ბუნებრივი მეთოდია. პროცედურების ფართო დიაპაზონი სახისა და სხეულის პრობლემების გადასაჭრელად, მენტალური და  ემოციური კეთილდღეობის მისაღწევადაა შემუშავებული.  ბრენდი 1993 წელს ფარიდან ირანმა ავსტრალიაში დაარსა. მისი კლინიკის მიზანი ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარება იყო. „სათლენერჯისი“ მომხმარებელს გლობალურ, მეცნიერულ და გამოცდილ ოპტიმალურ მეთოდებს სთავაზობს.

ყველა პროდუქტი შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან, დამზადებულია ავსტრალიაში და სერტიფიცირებულია „ქრუელთი ფრი ინთერნეიშენალის“ მიერ. არ შეიცავს პარაბინს, მინერალურ ზეთებს, სილიკონსა და ხელოვნურ არომატიზატორებს

„ველური ქაშმირი“ (Wild Kashmir) - სახის გამწმენდი

ეს ინტენსიური პროცედურა გაანახლებს და გააჯანსაღებს თქვენს კანს. ველური კურკუმა უზრუნველყოფს ინტენსიურ წმენდას, ეგზოტიკური ქაშმირის ლავანდა კი ამშვიდებს და აღადგენს. ეს გახლავთ ღრმად დეტოქსიკაციური პროცედურა, რომელიც აცოცხლებს დაღლილ, გადატვირთულ კანს. ტოქსინების გამოდევნა ხდება ორმაგი წმენდის შედეგად, რაც მოიცავს ზაფრანის და საკმევლის ხის ექსფოლიაციასა და გამწმენდი ტალახის ნიღბის გამოყენებას. შედეგი:  გაწმენდილი და ტონიზირებული კანი.

ყოველდღიური დატენიანება

ღრმად დამატენიანებელი და მკვებავი პროცედურა, რომელიც კანს ბუნებრივ სიცოცხლისუნარიანობას უბრუნებს. იგი იდეალურია ყველა ტიპის კანისთვის და აერთიანებს ხნის, ნიმისა და სტაფილოს თესლის ზეთის საუკეთესო ბუნებრივ თვისებებს, რომელიც  გამამკვრივებელი თვისებითაა ცნობილი. იდეალური არჩევანია მამაკაებისთვის; მეტად აცოცხლებს კანს, ხდის ელასტიურს და ზრდის ურბანული გარემოს ზეგავლენისადმი რეზისტენტულობას.

ჰიმალაის ენერგეტიკული სკრაბი

გაიჯანსაღეთ სხეული ეფექტიანი ტანის სკრაბით. ამ პროცედურის შედეგად სხეული  სტრესისგან თავისუფლდება და კანი მეტად ჯანსაღად გამოიყურება. მინერალებით გაჯერებული ჰიმალაის მარილის კრისტალები იწვევს ცირკულაციის სტიმულირებას და დევნის ორგანიზმიდან ტოქსინებს. ამასთანავე, პროცედურის მიმდინარეობისას გამოიყენება იშვიათი და ეფექტიანი აიურვედას არომათერაპიული ზეთები. სხეული ტენიანდება მდიდარი ინგრედიენტებით, რაც აბალანსებს და კვებავს კანს. პროცედურა სრულდება მთლიანი სხეულის პერსონალიზებული დატენიანებით.

რასაიანას დეტოქს სკრაბი

დარიჩინის ქერქისა და კაკლის ნაჭუჭისგან დამზადებული საშუალო სიძლიერის გამაჯანსაღებელი ექსფოლიანტი ათავისუფლებს კანს მკვდარი უჯრედებისგან და ამცირებს ცელულიტის ნიშნებს. ლიმბუს, ტულასისა და კურკუმას ზეთები აღდგენს, წმენდს და აუმჯობესებს კანის ტონალობას, იდეალურია გადაღლილობის წინააღმდეგ. პროცედურა სრული სხეულის პერსონალიზებული დატენიანებით მთავრდება.

რაისანა - სხეულის დეტოქს შეფუთვის პროცედურა

ეს აქტიური თერაპია, ექსფოლიაციის დროს, აცოცხლებს და წმენდს კანს დარიჩინისა და ნიგვზის ნაჭუჭის ფხვილის შემცველობის ეთერზეთების საშუალებით. მინერალებით გამდიდრებული თიხა შეიცავს ძლიერი ეფექტის მქონე მცენარეებს, ისეთებს, როგორებიცაა: კოჭა ლილია, სპირულინა და მწვანე ჩაი. პროცედურა სრულ დეტოქსიკაციას უზრუნველყოფს.  კანის სრული დატენიანება თქვენ მიერ შერჩეული ტანის ზეთების, ლოსიონებისა და ნარევების საშუალებით ხდება.

მარგალიტის სხეულის ნიღაბი

გამოცადეთ მარგალიტის ძალა  განსაკუთრებული თერაპიის საშუალებით. პროცედურა მაქსიმალური შედეგების მისაღწევად სპეციალურად არის შემუშავებული. თერაპია იწყება კანის ნაზი და დამარბილებელი ექფოლიაციით. შემდეგი ეტაპი მინერალებით მდიდარი, მარგალიტის ზღვის ნიჟარის აქტიური ინგრედიენტებით გაჯერებული ნიღაბია, რომელიც უზრუნველყოფს კანის სტიმულაციას და აღადგენს მის სტრუქტურას. მინერალურ ნიღაბში სხეულის შეფუთვასთან ერთად, პროცედურა მოიცავს ასევე  საფირმო მარმა მასაჟს. მასაჟი მორგასა და ინდური ვარდის ასაკის საწინააღმდეგო აქტიური ნივთიერებების გამოყენებით კეთდება, რაც ხსნის დაძაბულობას, სტრესს და აღადგენს ბუნებრივ ბალანსს.